Accentnews.ge
ჯაფარიძე – მომიტინგეებს: ახლა დავიშალოთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს

ჯაფარიძე – მომიტინგეებს: ახლა დავიშალოთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს

20/11/2024 04:00:28 საზოგადოება

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მელიქიშვილის გაზირზე მყოფ დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა.

„მეორე დღე აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარსს არის მოკლებული. მათთვის ეს დისკომფორტი არ არის, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით და ამით არაფერი შეიცვლება. ამიტომ, ჩვენ რაც გადავწყვიტეთ არის ის, რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, სავარაუდოდ, უფრო ხვალისთვის. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც ისევ სიურპრიზი იქნება და რაც იმათ წყობიდან გამოიყვანს”, - მიმართა მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: სამართალდამცველები თსუ–სთან დღეს დილის დაახლოებით 6:00 სთ–ზე გამოჩნდენ. პოლიციის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან მივიდნენ და განუმარტეს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, მათ აქციის მონაწილეებს 15 წუთიანი ვადა მისცეს დასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს მიიღებენ სავალი გზის გასათავისუფლებლად.

დაახლოებით 15 წუთში პოლიციამ დაიკავა ჭავჭავაძის გამზირი, მათ გზიდან გადაწიეს სკამები რომლითაც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ ჭავჭავაძის გამზირი უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის მონაკვეთზე და დაიძრნენ მელიქიშვილის მიმართულებით. პოლიციას ეკავა ვარაზისხევის ამოსასვლელიც და კეკელიძის ქუჩაც.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხება არ მომხდარა. დემონსტანტები უკან იხევდნენ და სკანდირებდნენ "რუსებო", "მონებო". მას შემდეგ რაც პოლიციელები მელიქიშვილს გამზირზე სასტუმრო "საქართველოს" გაუსწორდენ ადგილზე გაჩერდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S