Accentnews.ge
პოლიცია მელიქიშვილის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს - დემონსტრანტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებენ

პოლიცია მელიქიშვილის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებს - დემონსტრანტები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებენ

20/11/2024 02:13:40 პოლიტიკა

სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

მანამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 15 წუთის ვადა მისცა.

ასევე, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მელიქიშვილის გამზირზე გადასულიყვნენ და ერთად დამდგარიყვნენ.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სტვენითა და ტაშით დახვდნენ. ასევე სკანდირებენ: საქართველო, საქართველო!

მომიტინგეები უკან იხევენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიისკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S