Accentnews.ge
თსუ-ს მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები გაშალეს

თსუ-ს მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები გაშალეს

19/11/2024 17:39:48 საზოგადოება

ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ მომიტინგეებმა კარვები მიიტანეს.

ამ დროისთვის, ადგილზე ორი კარავია გაშლილი.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი მთელი ღამე გაგრძელდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, მათთვის პრინციპული იყო იმ ტერიტორიაზე დაბრუნება, რომელიც აქციის მონაწილეებს დღეს დილით სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

აქციის მონაწილეები დღეს მთელი დღის განმავლობაში მელიქიშვილის გამზირზე იმყოფებოდნენ, რომლის ნაწილიც სამართალდამცავების ჰქონდათ დაკავებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S