
ხოშტარია: "ვართ ისევ თსუ–სთან და მთელი ღამე დავრჩებით აქ"
19/11/2024 16:11:44 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ–ერთი ლიდერის განცხადებით, პროტესტი კვლავ თსუ–სთან გადაინაცვლებს.
"ვართ ისევ თსუ–სთან და მთელი ღამე დავრჩებით აქ. ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, დავიცავთ ყველა მოქალაქეს და მოვუფრთხილდებით, არ დავიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხდეთ წინაღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა წინ. გაიწევა პოლიცია, "ოცნებაც" და რუსეთიც ამ ქვეყნიდან", – განაცხადა მან.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირიდან კვლავ ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. თავდაპირველად სამართალდამცველებს დაკავებული ჰქონდათ მელიქიშვილის გამზირის ნაწილი და ამგვარად აქციის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ პოლიციამ აღნიშნული ტერიტორია დატოვა.