Accentnews.ge
მედია: საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დოკუმენტი კენჭისყრაზე ჩავარდა

მედია: საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ დოკუმენტი კენჭისყრაზე ჩავარდა

13/02/2020 11:39:30 საგარეო პოლიტიკა

რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა ერთობლივ განცხადებასა და რეკომენდაციებს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება.

როგორც სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი ოთარ კახიძე განმარტავს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული განცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირა:

„ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა ტექტი, რომელიც იყო ბოლო დროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ძალიან უცნაური. საუბარი იყო პროგრესზე და იმაზე, რომ მთლიანობაში ყველაფერი არის კარგად და მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია თურმე. ამას მოჰყვა ჩვენი მხრიდან კრიტიკა. მე და სალომე სამადაშვილი ვართ ოპოზიციიდან წარმოდგენილი ამ კომიტეტში. მოვამზადეთ ცვლილებების პროექტი. ასეთი პროცედურაა და შემდეგ ამ ცვლილებას ეყრება კენჭი. კენჭისყრა არის ორმხრივი, ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს და შემდეგ საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობამ და ორივემ უნდა დაუჭიროს მხარი, რომ ცვლილება გავიდეს. ჩვენი ცვლილებები ეხებოდა პოლიტიკურ დევნას, გიგი უგულავას ბოლოდროინდელ საქმეს, მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს, ასევე იყო 20 ივნისის ამბები, ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან, სასამართლოში მიმდინარე პროცესები და ყველა ეს ცვლილება გავიტანეთ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს ყველა ცვლილებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო ჩვენი ცვლილებების პროექტი და შემდგომ დააყენეს თავიანთი ცვლილებები და მათ მიერ დაყენებულ ყველა ცვლილებას უპასუხა უარით ევროპარლამენტარმა. მათ არც ერთს არ დაუჭირეს მხარი და შემდეგ დადგა ყველაზე საინტერესო მომენტი, როდესაც ევროპარლამენტარების მიერ დაყენებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. ევროპარლამენტარები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები ამ კომიტეტში და ყველა ცვლილება ჩაუგდეს მათ. ამის შემდეგ დადგა საბოლოო ცვლილების დროც და საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა უთხრა უარი, რაც არის უპრეცედენტო ამბავი. ეს არის ჩვენი დიდი გამარჯვება. ეს არის სრული კრახი „ქართული ოცნების“. [...] ეს ივანიშვილისთვის არის კიდევ ერთი გაფრთხილება, ეს ადამიანი მიდის საერთაშორისო იზოლაციისკენ. საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და პარტნიორები. ქვეყნის გულშემატკივრები და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის და მით უმეტეს, ოლიგარქის, რომელსაც სახელმწიფო აქვს მიტაცებული", - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის: ასოცირების კომიტეტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს განიხილავს. დეკლარაციის მიღება ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ წელიწადში ორჯერ ხდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S