Accentnews.ge
მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან

მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან

19/11/2024 07:28:34 საზოგადოება

მომიტინგეები ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე რჩებიან. ისინი გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას არ აპირებენ. ოპოზიციონელი ლიდრების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

"ამ შემთხვევაში მიდის მოლაპარაკებები მათთან და მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ ჩვენს მოთხოვნას, დაიცვან კანონი და გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი“, - განუცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ "რუსთავი 2"-ს.

ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ადასტურებს, რომ რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ცნობისთვის: დღეს დილით საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ოპოზიციის ლიდერებმა თსუ–სთან საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. ამ ტერიტორიაზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S