
"მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე თავისუფალია: ძალადობა იყო, ყველა მიტყამდა, ვისაც გაუხარდებოდა
19/11/2024 06:35:27 საზოგადოება
"მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს. მან ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობა უკვე დატოვა.
ბარამიძე სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს.
"დაკავებულებს ვიღებდი. არაფერი მოწოდება არ გამიგია არც ხალხისგან არც პოლიციიგან. დაკავებულებს რომ ვიღებდი, ამ დროს მოხდა ჩემი დაკავება. მეუბნებოდნენ სავალი ნაწილი რატომ არ დატოვეო, ჩვენ მოგიწოდეთ რომ სავალი ნაწილიდან უნდა გადასულიყავიო, მე მეუბნებიან ამას ოპერატორს. ძალადობა იყო. აი, თვალიც ნახე რას მიგავს. დაკავების დროს ძირს ვეგდე და მიტყამდნენ. ყველა მიტყამდა, ვისაც გაუხარდებოდა, ბევრნი იყვნენ", – განაცხადა მან "ტვ პირველთან" გათავისუფლების შემდეგ.
მისივე თქმით, იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.