Accentnews.ge
უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე 11 პირი დააკავეს

უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე 11 პირი დააკავეს

19/11/2024 06:30:45 საზოგადოება

უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ დაკავებულებთან შესვლის უფლებას უზღუდავენ.

ამასთან, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების "ცხელ ხაზზე" შესული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციელებმა 12 ადამიანი დააკავეს.

"ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 577070563, შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. ადვოკატები მათი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე," - წერს ნონა ქურდოვანიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S