Accentnews.ge
მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი პირი „მთავარი არხის“ ოპერატორია

მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი პირი „მთავარი არხის“ ოპერატორია

19/11/2024 05:23:49 პოლიტიკა

მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულთა შორის ერთ-ერთი „მთავარი არხის“ ოპერატორი, სერგი ბარამიძეა.

ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს - კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.

"დღეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას „მთავარი არხის" ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა და შემდეგ მისი უკანონო დაკავება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჩვენი კოლეგა, გამოიძიოს ეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს თითოეული დამნაშავე პოლიციელი.

„მთავარი არხის“ გუნდი სოლიდარობას უცხადებს სერგი ბარამიძეს და აქციის დარბევისას დაზარალებულ თუ დაკავებულ სხვა მოქალაქეებს" - ნათქვამია "მთავარი არხის" განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S