Accentnews.ge
ბორელი: ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ, ადგილზე გაანალიზდეს სიტუაცია, თუ რა მოხდა არჩევნებზე

ბორელი: ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ, ადგილზე გაანალიზდეს სიტუაცია, თუ რა მოხდა არჩევნებზე

18/11/2024 18:40:07 პოლიტიკა

ევროკავშირიდან საქართველოში ტექნიკური მისია ჩამოვა, რათა ადგილზე შეისწავლოს ვითარება 26 აპრილის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"ტექნიკური მისიის მიზანი გახლავთ, ადგილზე გაანალიზდეს სიტუაცია - რა მოხდა არჩევნებზე. ეს ინფორზმაცია უნდა იყოს თანმიმდევრული. არჩევნებს თავად პრეზიდენტი აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. არჩევნების შედეგებმა ძლიერი შეშფოთება წარმოშვა ევროპაში დემოკრატიული უკუსვლის გამო. სიტუაცია უნდა შემოწმდეს, გაანალიზდეს და ამაზე იქნება აგებული ტექნიკური მისია. ჩვენ შევხედავთ განაცხადებს და ვნახავთ, რა მოხდა ამ არჩევნებზე. საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული მისწრაფება უნდა იქნეს დაკმაყოფილებული",- თქვა ბორელმა [სინქრონული თარგმანი].

ბორელი: არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანაში, "ქართულმა ოცნებამ" დააშორა ქვეყანა ევროპულ გზას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S