Accentnews.ge
პრეზიდენტმა კრიზისიდან გამოსასვლელად გეგმა წარმოადგინა

პრეზიდენტმა კრიზისიდან გამოსასვლელად გეგმა წარმოადგინა

18/11/2024 16:30:03 პოლიტიკა

განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები,- თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე და ერთის მხრივ, არჩევნების მისეული შეფასება, მეორეს მხრივ - კრიზისიდან გამოსავლის გეგმა წარმოადგინა.

"არჩევნების ჩემი შემაჯამებელი შეფასება არის შემდეგი: დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და ყველა საერთაშორისო სტანდარტით და პრინციპებით გარანტირებული უფლებები - ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაოობა; ამასთან, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდა როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების დღის პერიოდს; დაირღვა უმნიშვნელოვანესი უფლება - საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მიერ იყოს განხილული; ამავე დროს არჩევნებს არ აღიარებს პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია და არც ერთი არ სცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას; ამ არჩევნებს არ აღიარებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს და შეუგუებლობას; ამ არჩევნებს არ აღიარებენ არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები შიგნით და გარეთ - თავს იკავებენ, თქვან, რომ ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავსიუფლად და რაც მთავარია, გავიდა სამი კვირა და არც ერთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ დარღვევებს და ზეწოლის სხვადასხვა ზომებს განიხილევენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები",- თქვა პრეზიდენტმა.

ამ სიტუაციიდან გამომდინარე, მისი თქმით, ქვეყანა ძალიან "სერიოზულ მდგომარეობაშია და მეტიც - , ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთეები":

"ერთი ასეთი საფრთხეა არის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც როგორც ვხედავთ, ყოვედღიურად ხელს უწოდებს ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების აგრესიული ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როდესაც ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად, ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას. ამავე დროს, ეკონომიკური კრიზისი პარამეტრების მიხედვით კარზე გვიდგას".

ზურაბიშვილმა თქვა, რომ როგორც პრეზიდენტს, არ აქვს უფლება, ეს დავუშვას და არ დაუშვეს:

"ამ გარდაუვალ და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა მოვძებნოთ ერთად, უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას".

მან თქვა, რომ ეს გზა შესთავაზა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, პარტნიორებს და უნდა მოისმინოს ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი "სტაბილური მშვიდობიანი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან":

"1.ახალი არჩევნები - როცა არჩევნები არ შედგა, აუცილებელია, გამეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას:

  • საერთაშორისო გამოძიება (იმისთვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს, რაც გამოსასწორებელია, თუ გვინდა, მივიღოთ სამართლიანი და არა გაყალებებული არჩევნები).
  • საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო-ოდირის მოთხოვნები, მაგრამ დამატებით, მაგალითად უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით და ასევე საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა - ამ ყველა ახალ ისტანციებში სასურველია, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართული.

2.26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება - რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება არაფერი ახალი შედგეს - არც პარლამენტი, არც მთავრობა. ანუ ვაგრძელებთ არსებული მთავრობით და პარლამენტით იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ, არავის ვიჭერთ, არ ვაგდებთ... მაქსიმალურად უნდა მივიდეთ სტაბილურად ახალ არჩევნებამდე".

პრეზიდენტმა თქვა, რომ "ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი". "ამაზე უკვე ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მათთვის მიმზიდველია, რადგან ეს არის ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გზა, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ".

მისი ხედვით, საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს შეუგუებლობა და პროტესტი. ის მიესალმა ქუჩაში მყოფ მოქალაქეებს, სტუდენტებს, "ნებისმიერ ქვეყანაში ისინი არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა მომავლისკენ მიჰყავს".

"თქვენი პროტრესტის გარეშე ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება, რადგან ეს აუცილებელი ნაწილია ამ გეგმის - პოლიტიკურად მწიფე პროტესტი აუცილებელია".

პრეზიდენტმა თქვა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აგრძელებს, რათა "გავაგებინო, რომ ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია".

"ვფიქრობ, ესმით, რომ სხვა ვარიანტები არ არსებობს და ამაში ყველანი ერთიანნი თუ არა შემჭიდროებულები უნდა ვიყოთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S