Accentnews.ge
გერმანიის საგარეო: საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს

გერმანიის საგარეო: საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს

18/11/2024 15:58:43 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს.

გერმანიის დიპლომატიური უწყება მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიების აუცილებლობა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებაა. ასევე, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიებები“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S