Accentnews.ge
იოზვიაკი: საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება

იოზვიაკი: საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება

18/11/2024 15:09:11 პოლიტიკა

საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება.

ამასთან, მისი ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს.

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეიძლება უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. სიტუაციის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოდირი აცნობებს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S