Accentnews.ge
ერევანმა და თბილისმა  საზღვარზე  „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობის საკითხი განიხილეს

ერევანმა და თბილისმა საზღვარზე „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობის საკითხი განიხილეს

13/02/2020 09:04:54 ეკონომიკა

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ქართველ კოლეგა მაია ცქიტიშვილთან სომხეთ–საქართველოს საზღვარზე, სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გადასასვლელთან „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობის საკითხები განიხილა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ამ პროესქტის რეალიზება რიგი ტექნიკური პრობლემების გამო ფერხდება.

ახალმა ხიდმა სადახლო-ბაგრატაშენის პუნქტის გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს. შესაბამის შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთს შორის 2014 წლის 25 დეკემბერს მოეწერა ხელი.

ცნობისთვის: სომეხი მინისტრი საქართველოს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა, მან შეხვედრები ეკონომიკური განვითარების უწყებაშიც გამართა. ოფიციალური ინფორმაციით, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის - ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები.

გარდა ამისა, პაპიკიანი სომხური გადამზიდავი კომპანიის მძღოლებს შეხვდა, რომლებიც ზემო ლარსის მიმართულებით უამინდობის გამო თბილისის სიახლოვეს რამდენიმე დღის განმავლობაში იყვენენ გაჩერებულები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S