Accentnews.ge
ჭავჭავაძის გამზირი კვლავ გადაკეტილია: "ვემზადებით კიდევ უფრო დიდი პროტესტისთვის"

ჭავჭავაძის გამზირი კვლავ გადაკეტილია: "ვემზადებით კიდევ უფრო დიდი პროტესტისთვის"

18/11/2024 06:45:13 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს.

როგორც ცნობილია, ამ ადგილზე პროტესტი საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება. ადგილზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დავით ჩხობაძე, რომელმაც ღამე პროტესტანტებთან ერთად გაათენა, ამბობს, რომ პროტესტი შედგა.

"განწყობა ამაღლებულია, საბრძოლო და ველოდებით თბილისელებს ქუჩაში, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები. პროტესტი შედგა. გუშენდელი ღამე, მიუხედავად სიცივისა, საქართველოს მოქალაქეებმა შევძელით, გადაგვეგორებინა და ვემზადებით კიდევ უფრო დიდი პროტესტისთვის და დიდი წინააღმდეგობისთვის. დღეს თუ რამეა გამოსავალი, არის ქუჩის პროტესტი. ჯაბა სამუშიამ [თსუ-ს რექტორი] საერთოდ დახურა უნივერსიტეტი, რადგან ეშინია ერთი სტუდენტის გამოხატვის, რომ არჩევნები გაყალბდა.

ჩემს კურსელებს ველოდები თსუ-ს ეზოში, რადგან ჩვენ აქ ვართ. ყველას ველოდებით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი ქვეყანა გვექნება ხვალ, რამდენად იარსებებს დემოკრატია, არჩევნები, სამართალი. განსაკუთრებით სტიდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი სამართლიანი არჩევნების დაბრუნების მოთხოვნა",- თქვა ახალგაზრდამ.

ის ამბობს, რომ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან არის კოორდნაცია, კონსულტაციები, "ყოველდღიურად ვიზრდებით". ის იმედს იტოვებს, რომ პროტესტი მოიცავს რეგიონებს" და "იქცევა დიდ ეროვნულ მოძრაობად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S