
მიჰკელსონი: თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის მინისტრებმა დღეს ქართველ ხალხს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ
18/11/2024 06:11:51 პოლიტიკა
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში მიმდინარე პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება
"თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველ ხალხს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ" - წერს X-ზე მარკო მიჰკელსონი დემონსტრანტების ფოტოს აქვეყნებს, რომლებმაც ღამე ჭავჭავაძის გამზირზე გაათენეს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს.