Accentnews.ge
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა

13/02/2020 07:30:59 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს ტრენერთა ტრენინგი - „გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე“ ჩაუტარდათ. ამის შესახებ „აქცენტს" უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ტრენინგი მიმდინარეობდა სამი დღე და მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ტექნიკები.

ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) - რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S