
არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ სხდომას ცესკო ხვალ გამართავს, პარალელურად აქცია დაანონსდა
15/11/2024 18:24:54 პოლიტიკა
არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისია ხვალ, 16 ნოემბერს გამართავს.
როგორც ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სხდომის დღის წესრიგშია მითითებული, სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.
ამის შესახებ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი.
პარალელურად ცესკოსთან სავარაუდოდ აქცია გაიმართება. აქცია დააანონსა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ და საზოგადოებას ცესკოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა,
„ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა ქურდები”, - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.