Accentnews.ge
ცესკო მარკერების შეცვლაზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და „სმარტმატიკის" წერილს აქვეყნებს

ცესკო მარკერების შეცვლაზე ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და „სმარტმატიკის" წერილს აქვეყნებს

15/11/2024 12:20:37 პოლიტიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმიანება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას, რომლის თანახმად, ცესკო–მ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა.

ცესკო–ში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

ამასთან, ცესკო „სმარტმატიკის" წერილს აქვეყნებს.

"დაინტერესებული მხარეები კვლავ აგრძელებენ 26 ოქტომბრის #არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ #მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას.

საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები "სმარტმატიკმა" მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში. ამის მიუხედავად პოლიტიკოსები საზოგადოებას კვლავ არწმუნებენ, რომ ცესკომ მარკერები შეცვალა, რაც არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოებას გვინდა წარვუდგინოთ კომპანია "სმარტმატიკისგან" მიღებული წერილი, რომლითაც კომპანია ადასტურებს, რომ მარკერი რომელსაც პოლიტიკოსები სააზოგადოებას უჩვენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკოს მიერ იყო შეცვლილი, რეალურად საარჩევნო ადმინისტრაციამ სწორედ სმარტმატიკისგან მიიღო.

"ვადასტურებთ, რომ ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ასახული მარკირების კალამი მოწოდებულია "Smartmatic" -ის მიერ ოქტომბრის საარჩევნო პროცესისთვის ხელშეკრულების ფარგლებში და შეესაბამება შავი და სწრაფად შრობის მელნის მოთხოვნებს.

აღნიშნული მარკერები წარმოადგენენ იმ სახარჯ მასალას, რომელიც შედიოდა არჩევნების კონფიგურაციის პროცესის განმავლობაში არჩევნების მიზნებისთვის არსებულ კომპლექტაციაში, რომელ პროცესშიც "Smartmatic"-მა უზრუნველყო მხარდაჭერა.“- ნათქვამია სმარტმატიკისგან მიღებულ წერილში", – აცხადებენ ცესკო–ში და შემდეგ წერილს აქვეყნებენ:

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ცესკომ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერების ნაცვლად არჩევნების დღეს სხვა მარკერი გამოიყენა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S