Accentnews.ge
ორბანი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს

ორბანი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს

15/11/2024 11:51:56 მსოფლიო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ "ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უნდა გადახედოს, რადგან სანქციები ენერგომატარებლებზე ფასების ზრდას იწვევს, რაც ხელს უშლის ბლოკის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას".

მისი თქმით, „ენერგომატარებლებზე ფასები აუცილებლად უნდა შემცირდეს".

"სანქციები უნდა გადაიხედოს, რადგან არსებული სანქციების პოლიტიკის პირობებში, ფასები არ დაიკლებს", - აღნიშნა ორბანმა.

ცნობისთვის: ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, ვინც "ქართულ ოცნებას" გამარჯვება ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მიულოცა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს. აღნიშნული მოთხოვნით საქართველოში რამდენიმე აქცია გაიმართა. ოპოზიცია პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბების ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S