Accentnews.ge
დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოსწყდა

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოსწყდა

13/02/2020 06:47:12 რეგიონები

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარა გარესამყაროს მოსწყდა. თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს.

ხულოში, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ამასთან, ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეზღუდულია.

მაღალმთიანი აჭარის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ხულოს რაიონის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

აჭარის მაღალმთიან რეგიონებში ამ დროისთვისაც ინტენსიურად თოვს.

ცნობისთვის: გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 თებერვლამდე საქართველოს მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან - ძლიერი, ზვავი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე მოსალოდნელია სეტყვა და 4-5–ბალიანი შტორმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S