Accentnews.ge
რუტე: NATO უახლოეს თვეებში სამ მთავარ საკითხს განიხილავს, უკრაინა  ნომერ პირველი პრიორიტეტია

რუტე: NATO უახლოეს თვეებში სამ მთავარ საკითხს განიხილავს, უკრაინა  ნომერ პირველი პრიორიტეტია

14/11/2024 17:42:44 მსოფლიო

NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, NATO უახლოეს თვეებში სამ მთავარ საკითხს განიხილავს. ამის შესახებ მან ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება განსახილველი უახლოეს თვეებში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ეს არის აბსოლუტური ნომერ პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ამის გარდა, კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხია – თავდაცვის ხარჯების და თავდაცვის წარმოების გაზრდა. ამ ეტაპზე თავდაცვის წარმოება სათანადო დონეზე არ არის. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მარაგების შესავსებად, რათა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან დასაპირისპირებლად", – განაცხადა რუტემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S