
NATO–ს გენმდივანი: მხოლოდ უკრაინას შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები
14/11/2024 17:20:29 მსოფლიო
NATO–ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, მხოლოდ უკრაინას შეუძლია, გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები. ამის შესახებ მან ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რათა მათ საშუალება მივცეთ, ძლიერ პოზიციაზე იყვნენ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“,– განაცხადა რუტემ.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა NATO–ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე:
"NATO–ში ნათლად განვაცხადეთ, რომ მათი მომავალი ალიანსში იქნება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ვაშინგტონში გამართულ სამიტზე".