Accentnews.ge
ევროკომისია უკრაინას დამატებით 4,1 მლრდ ევროთი დაეხმარება

ევროკომისია უკრაინას დამატებით 4,1 მლრდ ევროთი დაეხმარება

14/11/2024 16:34:27 მსოფლიო

ევროკომისია უკრაინას დამატებით 4,1 მილიარდი ევროთი დაეხმარება.

ევროკომისიის ცნობით, 4.1 მილიარდი ევრო კიევს "Ukraine Facility" პროგრამის ფარგლებში გადაეცემა და ქვეყნის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას დაეხმარება.

უკრაინამ ოქტომბერში შეიტანა განაცხადი "Ukraine Facility" პროგრამის ფარგლებში მეორე დაფინანსებისთვის.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კიევმა ამ დაფინანსებისთვის დამაკმაყოფილებლად შეასრულა ცხრა შეთანხმებული რეფორმა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S