Accentnews.ge
„ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერებს 10 სენატორი შეუერთდა

„ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერებს 10 სენატორი შეუერთდა

14/11/2024 15:13:37 პოლიტიკა

„ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერებს 10 სენატორი შეუერთდა. ესენი არიან: ჯონ ბუზმანი; მიტ რომნი ; ჯეფ მერკლი; ჯონ კორნინი; კრის მერფი ; დენ სალივანი; ანგუს კინგ ჯუნიორი; ტოდ იანგი; შელდონ უაითჰაუსი და ჯორჯ ჰელმი.

ამჟამად დოკუმენტს ჯამში, 19 თანაინიციატორი სენატორი ჰყავს.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა 23 ოქტომბერს დააანონსეს, რომ „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერებს 10 სენატორი შეუერთდებოდა.

„მოხარული ვარ, რომ სენატში ჩემი კოლეგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა „ქართველი ხალხის აქტს“ და გააცნობიერა, რომ საქართველოში არსებული ვითარების გადადება არ შეიძლება. ერთად ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ არსებობს ჩვენი კანონმდებლობის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და საქართველოს მიმართ ჩვენი პოზიცია უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია გააკონტროლებს ვაშინგტონს“, – განაცხადა შაჰინმა 23 ოქტომბერს.

23 ოქტომბერს სენატორმა ჯიმ რიშმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი აგზავნის ძლიერ გზავნილს კონგრესისგან, რომ აშშ ერთიანია ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი ისწრაფვიან ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ:

„ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერს მათ შესაძლებლობას მიაღწიონ ამას“.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული "აგენტების კანონის" საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და "აგენტების კანონის" მიღების ხელშეწყობაზე არიან პასუხისმგებელნი.

„ქართველი ხალხის აქტი“ სენატორების – ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ შედგენილი პაკეტია.

ამავე თემაზე: რა წერია "ქართველი ხალხის აქტში"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S