Accentnews.ge
NATO–ს გენმდივანი ლატვიას ეწვია

NATO–ს გენმდივანი ლატვიას ეწვია

14/11/2024 10:16:29 მსოფლიო

NATO–ს გენმდივანი ლატვიას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრეს–სპიკერი ფარა დახლალა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში მარკ რუტე ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსა და პრემიერ-მინისტრ ევიკა სილინას შეხვდება.

ასევე, მარკ რუტე „ადაჟის“ სამხედრო ბაზას ეწვევა და სამხედროებს სიტყვით მიმართავს.

ცნობისთვის: გუშინ, მარკ რუტე პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასა და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S