Accentnews.ge
ერდოღანმა ისრაელთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა

ერდოღანმა ისრაელთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა

13/11/2024 15:36:47 მსოფლიო

თურქეთი ისრაელთან ურთიერთობებს წყვეტს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა მისი ხელმძღვანელობით არ გააგრძელებს ურთიერთობას ისრაელთან და ამჟამად კავშირი არ აქვთ.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი არ გეგმავს ნაბიჯების გადადგმას ისრაელთან თანამშრომლობის ან ვაჭრობის განახლებისთვის მომავალში.

"ჩვენ ბოლომდე დავდგებით პალესტინის გვერდით მის სამართლიან საქმეში. [...]ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მძაფრი რეაქცია გამოავლინა ისრაელის სისასტიკის მიმართ და გადადგა ყველაზე კონკრეტული ნაბიჯები, უდავოდ არის თურქეთი", – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S