Accentnews.ge
ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანია

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანია

13/11/2024 13:10:14 მსოფლიო

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს, - იტყობინება Reuters ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები კვირას გასამართი ადგილობრივი არჩევნების წინ არეულობის მოწყობას გეგმავდნენ.

„17 ნოემბერს ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით, ისინი ეროვნული სპორტული თამაშების გამოყენებით ძალადობრივი და არაკონსტიტუციური აქტებისკენ მოწოდებებს გეგმავდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულებს შორის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S