
გამოკითხვაზე დეკანოიძეც დაიბარეს
13/11/2024 12:14:59 პოლიტიკა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოკითხვაზე დაიბარეს არჩევნების შესაძლო გაყალბების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც პროკურატურამ დაიწყო ცესკოს მიმართვის საფუძველზე. გამოძიების დაწყების შემდეგ დაკითხვაზე დაიბარეს არაერთი პოლიტიკოსი, მათ შორის, პრეზიდენტი.
დეკანოიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს, მიიჩნევს რა, რომ საგამოძიებო უწყება ერთი ადამიანების ინტერესებს გამოხატავს. შესაბამისად, ის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს და ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცემს.
„ალბათ დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამდასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ, ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს,“ - განაცხადა დეკანოიძემ.