Accentnews.ge
რუსეთმა კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველი კომბინირებული იერიში მიიტანა

რუსეთმა კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში პირველი კომბინირებული იერიში მიიტანა

13/11/2024 10:42:10 მსოფლიო

13 ნოემბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს და კიევის ოლქს რაკეტებით და დრონებით შეუტიეს. საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გამოცხადდა.

საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს იყო კიევზე ბოლო 73 დღის განმავლობაში განხორციელებული პირველი კომბინირებული შეტევა, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. თავდასხმის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე შეტევისას გამოიყენეს 2 ფრთოსანი, 2 ბალისტიკური და 2 საზენიტო მართვადი რაკეტა და 90 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის არმიის საზენიტო-სარაკეტო ჯარებმა, ავიაციამ და საჰაერო და თავდაცვის ძალების მობილურმა ჯგუფებმა კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, სუმის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვისა და კიროვოგრადის ოლქებში ჩამოაგდეს ორი ფრთოსანი და ამდენივე ბალისტიკური რაკეტა და 37 დრონი. კიდევ 47 რუსული დრონი ლოკალურად დაიკარგა, ორმა კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა და რუსეთისა და ბელარუსისკენ წავიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S