Accentnews.ge
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება

კობახიძე: პრეზიდენტის არჩევნები სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება

13/11/2024 08:48:48 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალ პრეზიდენტს ქვეყანა სავარაუდოდ, იანვარში აირჩევს.

„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნებში, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს არჩევნების გზით.

საქართველოს რიგით მე–6 პრეზიდენტს უკვე 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S