Accentnews.ge
უოლცი: ამერიკას მოკავშირეები ახლოს ეყოლება, არ შეგვეშინდება მტრებთან დაპირისპირება

უოლცი: ამერიკას მოკავშირეები ახლოს ეყოლება, არ შეგვეშინდება მტრებთან დაპირისპირება

13/11/2024 06:42:45 მსოფლიო

აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი და ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი X-ზე ახალ პოზიციაზე მის არჩევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკა გაბედულ ლიდერობას იმსახურებს და ტრამპი "ამას შეასრულებს".

"ამერიკას მოკავშირეები ახლოს ეყოლება, ჩვენ არ შეგვეშინდება მოწინააღმდეგეებთან დაპირისპირება, და ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ტექნოლოგიებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიძლიერეს შეუნარჩუნებს. ამერიკის ყველაზე დიდებული სიძლიერე მისი აყვავებული ეკონომიკა და ენერგო დომინირებაა, და ეს ინსტრუმენტები ჩვენ ომს აგვარიდებს თავიდან და მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ლიდერები ძლიერების პოზიციიდან ვიყოთ". - წერს უოლცი.

2022 წელს უოლცმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის" ამოქმედებას დაუჭირა მხარი. მიმდინარე წლის გაზაფხულზე აშშ-ის კონგრესში ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენებას უმასპინძლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S