Accentnews.ge
საქართველომ რუსეთს ყოფილი ჩინოსნის ექსტრადირებაზე უარი განუცხადა

საქართველომ რუსეთს ყოფილი ჩინოსნის ექსტრადირებაზე უარი განუცხადა

12/02/2020 14:00:05 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

საქართველომ რუსეთს სამხრეთ სახალინის ადმინისტრაციის სამომხმარებლო ბაზრის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე ბანდიუკოვის ექსტრადირებაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციაში „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ აცხადებენ.

როგორც ბანდიუკოვის ადვოკატმა რუსუდან მჭედლიშვილმა "აქცენტს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამშობლოში 2018 წლიდან დევნიდნენ, რის შემდეგაც იგი საქართველოში ჩამოვიდა და საერთაშორისო სტატუსი ითხოვა. გასულ წელს საქართველოს შსს–მ ალექსანდრე ბანდიუკოვის მიმართვა არ დააკმაყოფილა, თუმცა მიმდინარე წლის 4 თებერვალს სააპელაციო სასამართლომ მიგრაციის დეპარტამენტს ბანდიუკოვოთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება დააკისრა, რის შემდეგაც უზენაესმა სასამართლომ პროკურატურას მისი ექსტრადირების შუამდგომლობაზე უარი განუცხადა.

ცნობისთვის: ყოფილ ჩინოსანს სამშობლოში 400 000 რუბლის ოდენობის ქრთამის აღებას ედავებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S