Accentnews.ge
„საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის“ კვლევაში საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა

„საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის“ კვლევაში საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზეა

12/02/2020 12:45:06 ეკონომიკა

EuCham-ის "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" მორიგ კვლევას აქვეყნებს. კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია, პირველ ადგილზეა. საქართველომ შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა.

2020 წლის ანგარიშში ყურადღება საქართველოზე გამახვილდა და აღინიშნა რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ეტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამორჩეულად წარმატებულია.

EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს.ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე.

EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი , რუმინეთი, საბერნეთი, ბულგარეთი.

საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.

გასულ წელს საქართველო 71 ქულით 16-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S