Accentnews.ge
უკრაინის სპეცსამსახური მოსკოვში რუსული მოიერიშე ვერტმფრენის განადგურების შესახებ იტყობინება

უკრაინის სპეცსამსახური მოსკოვში რუსული მოიერიშე ვერტმფრენის განადგურების შესახებ იტყობინება

11/11/2024 08:50:36 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში გაანადგურეს რუსული მოიერიშე ვერტმფრენი მი-24.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთის 92-ე ესკადრილიის ვერტმფრენი განადგურდა 9-დან 10 ნოემბრის ღამით, მოსკოვის ოლქში მდებარე აეროდრომზე „კლინ-5“.

დაზვერვის მთავარი სამმართველო არ აზუსტებს გარემოებებს.

რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, 10 ნოემბერს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ოლქში „გაანადგურა“ 34 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის ცნობაზე მოსკოვში ჯერ არაფერი უთქვამთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S