
რუსული „ინტერ რაო“: საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდება 154%–ით გაიზარდა“
12/02/2020 12:13:48 ეკონომიკა
კომპანია „ინტერ–რაო“ გასულ წელს საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების 154%–ით ზრდის შესახებ იუწყება.
როგორც რუსული კომპანიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მითითებულ ინფორმაციაში აღნიშნული, 2019 წლის განმავლობაში მან საქართველოს 525 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიაწოდა, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 2016 მილიონს შეადგენდა. ამასთან, 2019 წელს „ინტერ რაომ" საქართველოდან მხოლოდ 59 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 38,9%–ით ნაკლებია.
"მომხმარებლებისთვის მიწოდება დაიწყო შვილობილმა კომპანიამ „ინტერ რაო – საქართველო“, რამაც ექსპორტის დინამიკა განსაზღვრა“, – დასძენენ რუსულ კომპანიაში.