
კოპრა: საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო დონეზე ჩატარდება გამოძიება, მაგალითად, ევროპული საბჭოს, ეუთოს, ან სხვა ორგანიზაციების ნეიტრალური ჩართულობით
11/11/2024 07:57:25 პოლიტიკა
ფინეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა აცხადებს, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო დონეზე ჩატარდება 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიება. ამის შესახებ მან თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არის წმინდათა და წმინდა რამ. ვაკვირდებით რა პროცესებს, ყველაზე ეფექტიანი და ნეიტრალური გზა, რათა გამოვიკვლიოთ რა მოხდა საქართველოს არჩევნებზე, განხორციელებული უნდა იყოს საქართველოს გარეთ არსებული ორგანიზაციის მიერ, რადგან ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ძლიერი პოზიციები გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციაში ქვეყანაში. იმისათვის, რომ დავარწმუნოთ, არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ დანარჩენი მსოფლიო, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო დონეზე ჩატარდება [გამოძიება] მაგალითად, ევროპული საბჭოს, ეუთოს, ან სხვა ორგანიზაციების ნეიტრალური ჩართულობით", – განაცხადა მან.