
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
07/11/2024 13:11:54 ეკონომიკა
7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.81 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7328 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.01 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9389 ლარი გახდა.