
ქუთაისი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
12/02/2020 10:14:58 რეგიონები
ქუთაისში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. როგორც "სოკარ გაზში" აცხადებენ, მიზეზი ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელში ავარიული შეფერხებაა. კომპანიის ცნობით, გათიშულია ქალაქის თითქმის 60%. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რომ საავადმყოფოებს და სტრატეგიულ ობიექტებს ბუნებრივი აირი მალე მიეწოდოთ.
"ავარიული გათიშვაა. ვმუშაობთ, რომ ნახევარ საათში საავადმყოფოებს, ციხეებს და სტრატეგიულ ობიექტებს მივაწოდოთ. მერე დავიწყებთ მოსახლეობაში აღდგენას. სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე სრულად ვერ აღდგება, რადგან დიდ მასშტაბზეა საუბარი, თანამშრომლები მთელი იმერეთის მასშტაბით გვყავს მობილიზებული",– აცხადებენ კომპანიაში.