Accentnews.ge
სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, ხოლო არასამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა

სააპელაციომ თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, ხოლო არასამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა

07/11/2024 11:05:52 სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, არასამთავრობოების საჩივრები კი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და „ჩემი ხმის“ სარჩელებს თითქმის 24 საათი განიხილავდა.

სასამართლომ საია-ს 12 და კოალიცია "ჩემი ხმის" 14 საქმე გააერთიანა.

საარჩევნო კომისიას უნდოდა, გაუქმებულიყო თეთრიწყაროში ელექტრონულ უბნებზე არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი ყველა ელექტრონული უბნების შედეგების გაბათილებას მოითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S