
როთი: ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს
07/11/2024 09:28:25 პოლიტიკა
"მთელი ევროპიდან უმაღლესი დეპუტატები თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგანან. ჩვენ თვალს არ ვაშორებთ და შედეგებს ველით. ვისაც ევროკავშირის წევრობა სურს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა უზრუნველყოს. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ მოხდა", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 3 ევროპარლამენტარი და 18 ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები და წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ევროკავშირის კომისიას და საბჭოს, მათ შორის საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
ისინი ასევე, მოუწოდებენ, ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ, მათ შორის "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
განცხადების ხელს, მათ შორის როთი აწერს.