Accentnews.ge
სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დავების განხილვა დაასრულა, მხარეები გადაწყვეტილებას ელიან

სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დავების განხილვა დაასრულა, მხარეები გადაწყვეტილებას ელიან

07/11/2024 09:22:48 პოლიტიკა, სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ საარჩევნო დავებზე გაერთიანებული საქმის განხილვა დაასრულა და სათათბირო ოთახში გავიდა.

მხარეებს ურჩიეს, დალოდებოდნენ გადაწყვეტილებას, ამდენად, არსებობს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება დღესვე გამოცხადება.

საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან არ ელის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„ეს არის ერთი სისტემა, რომელიც აკონტროლებს იმას, რომ ამ საქმეზე განსხვავებული გადაწყვეტილებები არ იყოს“,- თქვა ქურდოვანიძემ.

საიამ არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის თაობაზე სასამართლოებში დავობს. ერთადერთი სახელმწიფო ორგანო, რომელმაც ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, თეთრიწყაროს სასამართლოა. ამჟამად გადაწყვეტილება ცესკოს მიერ არის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებული. სასამართლომ 26 საარჩევნო საქმე გააერთიანა და 10 ოქტომბრიდან დაიწყო განხილვა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, კოლეგიის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ე. წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებენ. დააყენეს მისი აცილების შუამდგომლობა, თუმცა არ დაკმაყოფილდა. განხილვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S