
ISFED: "აღმოჩენილია ბიულეტენები, სადაც შემოხაზული იყო "ოცნება" და თან ახლდა ამომრჩევლის ხელმოწერაც"
07/11/2024 08:50:07 საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) აცხადებს, რომ "აღმოჩენილია ბიულეტენები, სადაც შემოხაზული იყო "ოცნება" და თან ახლდა ამომრჩევლის ხელმოწერაც".
ISFED–ს ცნობით, "მარნეულისა და გარდაბნის საარჩევნო უბნებზე აღმოაჩინეს ისეთი ბიულეტენები, სადაც იყო კონკრეტული ამომრჩევლის ხელმოწერა".
"ჩვენ ვნახეთ ბიულეტენები, სადაც მმართველი პარტია იყო შემოხაზული და ხელმოწერები იყო გაკეთებული. ფაქტი შესაძლოა, ადასტურებდეს, რომ ამ ამომრჩევლის ნების კონტროლი ამ გზით ხდებოდა. ჩვენ სხვადასხვა გზებით ვნახეთ ეს - იყო მაგალითად ფოტოს გადაღება ბიულეტენებისთვის, იყო კაბინაში შეყოლა. რაც შეეხება ხელმოწერების მინიშნებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი. ამომრჩეველს ჰქონდა დავალება, რომ მმართველი პარტიისთვის მიეცა ხმა",- აცხადებს, "ტვ პირველის" ცნობით, ISFED–ს აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.