
მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ
07/11/2024 07:10:43 პოლიტიკა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ გზავნილში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მიუთითებენ, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას, თუკი ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.
"სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან მიმართებით მხარდაჭერის პოზიციაში". - აცხადებენ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები.