Accentnews.ge
ბაიდენმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია

ბაიდენმა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია

06/11/2024 20:28:09 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ვაშინგტონში, თეთრ სახლში მიიწვია ხელისუფლების გადაცემის საკითხების განსახილველად. ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის ტელეკომპანია CNN თეთრი სახლის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

პრეზიდენტი ბაიდენი ტრამპს ტელეფონით 6 ნოემბერს ესაუბრა.

CNN–ის ცნობით, არჩეული პრეზიდენტის შტაბში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპი დიდად აფასებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელეფონო ზარს და მოუთმენლად ელოდება შეხვედრას, რომელიც უახლოეს ხანში გაიმართება.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და აშშ–ის რიგით 47–ე პრეზიდენტი გახდა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S