Accentnews.ge
პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

პრეზიდენტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა

06/11/2024 15:25:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ლიდერებს შორის, რომელთანაც პრეზიდენტს საუბარი ჰქონდა, არიან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ, პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დი სო, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი, ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალარ კარისი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრო და შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონ", – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

7 ნოემბერს უნგრეთში, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტი გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S