Accentnews.ge
პრეზიდენტი ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდება

პრეზიდენტი ოპოზიციონერ ლიდერებს ხვდება

06/11/2024 13:18:21 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

ათონელის რეზიდენციაში მივიდნენ "კოალიცია ცვლილებებისთვის", "საქართველოსთვის", "ძლიერი საქართველოს" და "ერთიანობის" წარმომადგენლები.

„ინიციატივა ჩვენი თხოვნით არის - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლო განვითარებების შესახებ ვესაუბროთ პრეზიდენტს, ბევრი რამ არის უკვე გარკვეული და დადგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გვინდა, ეს ყველაფერი გავაცნოთ პრეზიდენტს და მისი აზრი მოვისმინოთ“, - თქვა „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

"ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენს კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან და აინტერესებთ, რა პოზიციას აფიქსირებენ ისინი სალომე ზურაბიშვითან არაღიარების კონტექსტში.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ასევე მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S