
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება
06/11/2024 12:26:17 მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აშშ–ის არჩვენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ევროპას საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობის აღება სასწრაფოდ სჭირდება".
მან მადლობა გადაუხადა აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატებს– დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს პოლონეთის მხარდამჭერი განცხადებებისთვის.
„ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა და მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა, როგორც „დემოკრატებთან“, ისე „რესპუბლიკელებთან“ დიალოგის შენარჩუნებისას ეფექტური იყო. მე მუდმივი კონტაქტი მაქვს უსაფრთხოების საკითხებში ორივე მხარის ოფიციალურ პირებთან“, - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ „სასწრაფოდ უნდა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე“. მან ხაზი გაუსვა "პოლონეთის თავდაცვის ხარჯებს და მიგრაციის პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს, როგორც პროაქტიულ ნაბიჯებს".
ცნობისთვის: "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად აირჩიეს.