
ევროპარლამენტარი: „უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში“
12/02/2020 07:30:59 საგარეო პოლიტიკა, სამართალი
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი „მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში“
“ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში პოლიტიკური მოვლენების განვითარებით. ნებისმიერი პოლიტიკური პირი და უგულავა საკვანძო მოთამაძეა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა ციხეში”,– წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ პირაად გვერდზე.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიალოგი ჩაიშალა.
აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ ეს გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.
ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.