Accentnews.ge
სპორტულ კომპლექსში ხანძარი ლიკვიდირებულია

სპორტულ კომპლექსში ხანძარი ლიკვიდირებულია

05/11/2024 18:53:21 საზოგადოება

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც ჟურნალისტებს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა უთხრა, ხანძარი გავრცელებული იყო სპორტული კომპლექსის მეორე-მესამე სართულებზე და ასევე სასხვენო გადახურვაზე. დამწვარია სპორტული მეორადი ინვენტარი.

მისი ცნობით, დაშავებულების შესახებ ცნობები მათთან არ შესულა.

“მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად კერებზე მოხდა შესვლა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოვანი კერების დამუშავება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს - ამას შესაბამისი მოკვლევა სჭირდება”, - თქვა მუსელიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S